1. პროექტის სახელწოდება: –––ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
2. პროექტის მთავარი იდეა: ––სოფლის ისტორიული ფაქტების კვლევა–ძიება და იმ ძეგლის შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომელიც სოფელს ამშვენებს.
3.პროექტის აქტუალობა:––მოსწავლეები გაეცნობიან სოფლის ისტორიას.
4.პროექტის მიზნები: ––1. მოსწავლეები გაეცნობიან სოფლის ისტორიას, 2. გაეცნობიან სოფლის კულტურულ მემკვიდრეობას, 3. შეძლებენ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებას.
5. მონაწილეთა ასაკი: ––XI---XII კლასის მოსწავლეები.
6. ვადები/ხანგრძლივობა: ––2 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ––მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის უნარ– ჩვევები, გაეცნობიან საკუთარ სოფლის ისტორიას, ესაუბრებიან მოძღვარს , მოაწყობენ პრეზენტაციას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ––ლიტერატურა––– 1). ფრონის ხეობა, სერგი მაკალათია, 2). საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ): მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად:
I ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას სოფლის ისტორიის შესახებ. მისი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ
II ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას სოფლის ცენტრში აღმართულ ულამაზეს ტაძრის შესახებ, გაერკვევიან, რომ ტაძარი XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. 2009 წლამდე ტაძარს ჰქონდა რუსულენოვანი გუმბათი.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: –– ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარ–ჩვევებს შემდეგ საგნებში: საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება და გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს.
11. პროექტის ხელმძღვნელი (მასწავლებელი): მაია სტეფანიშვილი
12. maiastefanishvili@gmail.com
13. maiastefanishvili.blogspot.com